თავში

ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე - რატიანი

ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე - რატიანი
ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე - რატიანი

ეს იყო სამბალიანი კომა, სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მეგი ბაქრაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, უარყოფითი მოლოდინი გამართლდა და ექთნის გადარჩენისთვის ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო. 

"როდესაც ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს ჩვენთან, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ეს სავარაუდოდ გამოიწვია აცრის შემდგომმა ანაფილაქსიურმა რეაქციამ, რომელიც მივიდა გულის გაჩერებამდე. გულის გაჩერება დაფიქსირდა აღნიშნულ კლინიკაში (ახალციხეში), მოხდა წარმატებული რეანიმაცია, თუ შეიძლება მას წარმატებული ეწოდოს. პაციენტი ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. როდესაც შემოვიდა ჩვენთან მდგომარეობა იყო მძიმე, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით ჰერმოდინამიკის შენარჩუნებას. ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა," - განაცხადა ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system