თავში

წვეულებები და დღესასწაულები ეპიდემიის მთავარი მკვებავია - გაბუნია

წვეულებები და დღესასწაულები ეპიდემიის მთავარი მკვებავია - გაბუნია
წვეულებები და დღესასწაულები ეპიდემიის მთავარი მკვებავია - გაბუნია

წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია ასევე ვაქცინაციის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლოა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წახალისება მოხდეს. 

"რაც შეეხება ვაქცინაციის წახალისებას, ეს არის კარგი გამოცდილება. მსოფლიოში არსებობს ასეთი გამოცდილება, როცა წახალისებულია ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობაც და ასევე, ის დაწესებულებები, სადაც არის უსაფრთხო გარემო. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ცოტა მეტი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდეს და ასევე, ვაქცინების მოწოდების პროცესიც გაფართოვდეს, რომ ასეთი ტიპის მექანიზმები ავამოქმედოთ. ვფიქრობ, მალე გვექნება ამის შესაძლებლობა", - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system