თავში

"თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ, მოაკითხე" - თამუნა მუსერიძე

"თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ, მოაკითხე" - თამუნა მუსერიძე
თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ, მოაკითხე - თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში დედამ ჩვილი დატოვა. 

ტელეწამყვანი ბავშვის დედას მიმართავს:

"რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა?

ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში, ცენტრში, დედამ დატოვა ჩვილი, თქვა რომ ქმარი არ ჰყავს, ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არა აქვს. დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ.

ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა ერთი თვისაა. ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან, აქ იქნება. თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ ასე... მოაკითხე ძალიან გთხოვ, მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად", - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system