თავში

"თუ არ ავიცრებით, მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა გვექნება" - იმნაძე

"თუ არ ავიცრებით, მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა გვექნება" - იმნაძე
თუ არ ავიცრებით, მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა გვექნება - იმნაძე

"ეს არის გადამწყვეტი - ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც იყო აგვისტოში, კიდევ უფრო კატასტროფული" , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შენელდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

"ეს რაოდენობა არის იმის მეოთხედი ჩვენი მოსახლეობის, რაც დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ გვექნება არამარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, რაც მთავარია, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ხომ გვაქვს უკვე მაგალითები, ნებისმიერ მსოფლიო პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ, ისრაელში, ჩვენზე გაცილებით მეტია ავადობა 100 000 მოსახლეზე, მაგრამ სიკვდილიანობა არის ჩვენზე რვაჯერ-ათჯერ ნაკლები. რომ შევადაროთ, ასევე, სერბეთს - ავადობა თითქმის ისეთია, როგორიც ჩვენთან. ბრიტანეთში არის ჩვენზე ათჯერ ნაკლები სიკვდილიანობა, სერბეთშიც ჩვენზე გაცილებით ნაკლები. ეს არის გადამწყვეტი - ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 47 პაციენტი.

23 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%;

სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%;

22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system