თავში

თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა წარმოუდგენელია - ჩხაიძე

თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლომდე მოსახლეობის
თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა წარმოუდგენელია - ჩხაიძე

ვაქცინაცია თუ ამ ტემპით გაგრძელდება, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას  3 წელი დაგვჭირდება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე იმედოვნებს, რომ არსებული ვითარება გაუმჯობესდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 

"ჯამში აცრილი უნდა ყოფილიყო მილიონ 700 ათასი ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც არის გადანაწილებული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით. ასაცრელი კონტინგენტი 41 ათასი იყო და დღისათვის, თუ არ ვცდები, მხოლოდ 9 ათასია აცრილი. ამ მდგომარეობის გამოსწორების ძალიან დიდი იმედი მაქვს. შესაბამისად, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავცრით მილიონ 600 ათას ადამიანს, წარმოუდგენელია, ამისთვის 3 წელი დაგვჭირდება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ინფორმაცია გავრცელდეს, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system