თავში

თუ ასე მოიქცევით, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე - ცერცვაძე

თუ ასე მოიქცევით, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე - ცერცვაძე
თუ ასე მოიქცევით, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე - ცერცვაძე

ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვევები ნულამდე დავა - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, რადგან დაავადება დამძიმების რისკებს შეიცავს.

"ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ანუ ამ შემთხვევაში ჯობია ჰიპერდიაგნოსტიკა, ვიდრე ჰიპოდიაგნოსტიკა. პირველივე ეჭვების გაჩენისთანავე, აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, ან შეიძლება პირდაპირ ჰოსპიტალს, ვინაიდან დაავადება შეიცავს დამძიმების რისკებს,

კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც, თუ მოსახლეობა არ მიმართავს დაგვიანებით ექიმს, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system