თავში

"თუ ჩემ შვილებს დაიტოვებს, სიამოვნებით" - ხატია სიჭინავა გიორგი ფხაკაძეს პასუხობს

"თუ ჩემ შვილებს დაიტოვებს, სიამოვნებით" - ხატია სიჭინავა გიორგი ფხაკაძეს პასუხობს
თუ ჩემ შვილებს დაიტოვებს, სიამოვნებით - ხატია სიჭინავა გიორგი ფხაკაძეს პასუხობს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებას, რომ  ხატია სიჭინავა კოვიდკლინიკის რეანიმაციაში სანიტრად უნდა ამუშაო, თავად ამ სიტყვების ადრესატი ეხმაურება და წერს

„ჩემს შვილებს თუ დაიტოვებს, არ ვარ წინააღმდეგი. ამის ნერვზეც თუ ვიჯექი, რას წარმოვიდგენდი“, – დაწერა ყოფილმა ტელეწამყვანმა Instagram-ზე.

ცნობისთვის, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ანტივაქსერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა:

„როგორ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მანიპულაცია! აი, მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტი გოგო, ხატია სიჭინავა გამოდიოდა ვაქცინის წინააღმდეგ და არავინ არ წავიდა ამ გოგოს წინააღმდეგ. ასეთ ადამიანებთან არის საჭირო სხვანაირი მუშაობა. არც უნდა ეჩხუბო, რადგან აზრი არ აქვს. მე მგონი ჯობია, მაგათ მოკიდო ხელი, ჩააცვა ხალათი და ბატონ რატიანთან კლინიკაში სანიტრად უნდა ამუშაო კოვიდინფიცირებულებთან. თანაც "ფეისბუქ ლაივი" უნდა ჩაურთო და აყურებინო ხალხს". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system