თავში

თუ ეს შევძელით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში - გამყრელიძე

თუ ეს შევძელით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში - გამყრელიძე
თუ ეს შევძელით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში - გამყრელიძე

აგვისტოში სერიოზულად გაზრდილია აცრების რაოდენობა, ივლისთან შედარებით სამჯერ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800-900 ათას აცრაზე, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში.

"დღიური მაჩვენებელი დღეს გვაქვს 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში და ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 24 000-ზე მეტი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა თვეებში იყო. რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 60 0000-65 0000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800 000 - 900 000 და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გავტეხავთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე რომ, შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, აქედან ყველაზე მეტი, 1 425 შემთხვევა გამოვლენილიათბილისში .

ბოლო 24 საათში 23 303 პირი აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system