თავში

თუ კანონი გაფართოვდება და ექიმებსაც შეეხება, გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს! - კულუმბეგოვი

თუ კანონი გაფართოვდება და ექიმებსაც შეეხება, გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს! - კულუმბეგოვი
თუ კანონი გაფართოვდება და ექიმებსაც შეეხება, გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს! - კულუმბეგოვი

და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იმუნოლგმა ბიძინა კულუმბეგოვმა დაწერა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ამის ბერკეტი გააჩნია. არგიმენტად მას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი მოჰყავს. ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ კანონი უნდა გაფართოვდეს და შეზღუდვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც შეეხოს.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ - ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.თუ კანონი გაფართოვდება (ამჟამად ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს) და მასმედიაში აზრის გამომთქმელ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს!!!" - წერს კულუმბეგოვი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system