თავში

თუ სადმე ატარებენ უმსგავსო პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ - გურამ ფალავანდიშვილი

​თუ სადმე ატარებენ უმსგავსო პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ
თუ სადმე ატარებენ უმსგავსო პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ - გურამ ფალავანდიშვილი

თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსო პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ხერხებით ეცდებიან ჩაშალონ ეს დღე, მაგალითად ჩამოხსნან ლგბტქ დროშები ან დაუშინონ კვერცხები.

"მოვუწოდებთ მომხრეებს, რომ აღკვეთონ და ხელი შევუშალოთ პროპაგანდას. შარშან, 17 მაისს ჩამოკიდეს ახვლედიანის ქუჩაზე დროშა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ჩამოაგდო. მეორეს და მესამეს კვერცხები აქვს ნასროლი და დასვრილი იყო. ვგეგმავდით თუ ბევრი ხალხი მოვიდოდა ამ ხალხთან ერთად ჩამოგვეხსნა. ვგეგმავდით კიდე რაღაც აქცია გაგვემართა, მაგრამ ბევრი ხალხი არ მოვა, იმიტომ რომ არ არის მსვლელობა. აქედან გამომდინარე შეიძლება არც მოხდეს ჩვენი იქ მისვლა, თუმცა, ხან კვერცხს ვესვრით ხან რაღაცა, მაგრამ მაღლა ვერ ავფრინდებით, პოლიციას კი არ ჩამოაქვს დროშა", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით თბილისის ქუჩებს ლოცავს. "ოჯახის სიწმინდის დღე" საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system