თავში

თუ ზაფხულში პირბადეს არ გაიკეთებთ, ალბათ, პოლიცია ჯოხით ირბენს - ჩალაძე

თუ ზაფხულში პირბადეს არ გაიკეთებთ, ალბათ,
თუ ზაფხულში პირბადეს არ გაიკეთებთ, ალბათ, პოლიცია  ჯოხით ირბენს - ჩალაძე

ჩვენ მგონი სერფინგით ვართ დაკავებული და ამ ტალღებზე, სასიამოვნოდ დავსრიალებთ წინ და უკან, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ქვეყანაში არსებული პანდემიის მესამე ტალღა.

ჩალაძის თქმით, ხელისუფლება პანდემიას შეზღუდვების გარდა ქუჩების მორეცხვით ებრძვის, რაც რა თქმა უნდა არაეფექტურია.

"ხელისუფლება პანდემიას შეზღუდვების გარდა, "რემდესივირით" და ქუჩების მორეცხვით ებრძოდა და ახლა ისევ იწყება ქუცების მორეცხვა, რაც რა თქმა უნდა არაეფექტურია. მე თბილისის მერს მინდა მივმართო, ბატონო კახი, ქუჩების მორეცხვა კი არა აბლაბუდებიც ჩამოწმინდეთ სადარბაზოებში, ესეც მნიშვნელოვანი იქნება. 

რაც შეეხება ზაფხულში პირბადის ტარება, მოსახლეობას მოუწევს ტარება ან დააჯარიმებენ, როგორც პირველი ტალღის დროს მგზავრის წინა სავარძელზე ჯდომა იყო აკრძალული ისე იქნებ ესეც. თუ არ გაიკეთებენ ალბათ პოლიცია ჯოხით დაიწყებს სირბილს", - განაცხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system