თავში

ტურისტული კომპანია: განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით

ტურისტული კომპანია: განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით
ტურისტული კომპანია: განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით

ტურისტული კომპანია, რომლის ორგანიზებული საექსკურსიო ტური 17 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს.  

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო. განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით 

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ამ მძიმე დროს, უფალს ვევედრებით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა, გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან...

ჩვენი მხრიდან, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი," - აღნიშნულია ტურისტული კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system