თავში

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი: გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი: ​გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც
ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი: გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის კომპანიის მიერ ორგანიზებული საექსკურსიო ტური 17 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა Facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. 

"გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც," - წერს შალვა ბოლოთაშვილი Facebook გვერდზე. 

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system