ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს და საოპერაციო ინსტრუქციას აქვეყნებს.
გამოქვეუნებული ინფორმაციის თანახმად, პირველი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.
ტურიზმის ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ „მწვანე სტატუსის“ ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?
• 72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
• 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ სწრაფი ტესტის მქონე (ან)
• კოვიდგადატანილი
როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?
• PCR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
• „კოვიდის“ ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ
• moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)
• ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით
• საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) „მწვანე სტატუსის“ მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე
• უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს.
• აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
• რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)
ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?
• ობიექტზე არა „მწვანე სტატუსის“ პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში, სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა).
• 1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
• 1522 -ვაქცინაცცის ცხელი ხაზი
• 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი. ელექტრონული ფოსტა: [email protected].