თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

როგორც Report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ. 

პირველადი მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში მოხდა. ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მგნიტუდა შეადგინა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system