თავში

თვის ბოლოს საქართველოში "ასტრაზენეკას" 50 000-მდე დოზა შემოვა

თვის ბოლოს საქართველოში "ასტრაზენეკას" 50 000-მდე დოზა შემოვა
თვის ბოლოს საქართველოში ასტრაზენეკას 50 000-მდე დოზა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის 50 000-მდე დოზას მიიღებს.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე მუშაობს ფაიზერის ვაქცინის 1 მილიონი დოზის მიღებაზეც, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული დოზები და თარიღები შეთანხმებული არ არის.

"თვის ბოლოს საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას შემდეგი მოცულობა საქართველოში, ეს იქნება 50 000-მდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო კოვაქსის პლატფორმამ, ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ფაიზერთან, შეთანხმება 1 მილიონ დოზაზე არის მიღწეული და ჩვენ ვმუშაობთ იმ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც ფაიზერი საქართველოს მოაწვდის შეთანხმებულ დოზებს.

მოდერნასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მოსახლეობას ამის შესახებ ვერ მივაწვდით მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს" - განაცხადა ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system