თავში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

თბილისში 6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 

7 მარტს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system