თავში

უბედურ შემთხვევას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა
უბედურ შემთხვევას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცი "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. 

მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამეგრელოდანაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system