თავში

უბედური შემთხვევა დიდუბეში - გარდაცვლილია 22 წლის გოგო

უბედური შემთხვევა დიდუბეში - გარდაცვლილია 22 წლის გოგო
უბედური შემთხვევა დიდუბეში - გარდაცვლილია 22 წლის გოგო

თბილისში, დიდუბეში, 22 წლის გოგო საცხოვრებელ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი გახდა. 

22 წლის გოგო სახლში მარტო იმყოფებოდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system