თავში

უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა
უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, ინსულტის გამო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,20 სექტემბერს, 23:00 საათზე, სოფელ ბორითში არსებულ პერსონალის საცხოვრებელ ბანაკში, ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, განვითარებული ინსულტის გამო გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ამჟამად გადასვენებულია ქუთაისის პროზექტურაში და სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system