თავში

უდიდეს ტკივილს და მწუხარებას განვიცდით - რუსთაველის თეატრი

უდიდეს ტკივილს და მწუხარებას განვიცდით - რუსთაველის თეატრი
უდიდეს ტკივილს და მწუხარებას განვიცდით - რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. შესრულებული აქვს 15-მდე როლი თეატრში.

ასევე მონაწილეობდა სერიალებსა და სხვა სატელევიზიო პროექტებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system