თავში

უფასო სასადილოების მომსახურების წესი იცვლება

უფასო სასადილოების მომსახურების წესი იცვლება
უფასო სასადილოების მომსახურების წესი იცვლება

დედაქალაქის უფასო სასადილოების მომსახურების წესი იცვლება. ორშაბათიდან, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ სახლში გაატანენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერია ატარებს ყველა ზომას, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის და ბევრი ადამიანის ერთად თავმოყრის თავიდან ასარიდებლად. 

"გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიურ სტერილიზაციას და დეზინფექციას ჯანმოს შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით, სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით. სასადილოს საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასდილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა, შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი", - განაცხადა კალაძემ. 

განსაკუთრებული რისკის მქონე, ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებისათვის, ასევე, მარტოხელა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის სახლში მიტანის სერვისი იმუშავებს. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე, განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული სერვისით მომსახურება, რის შემდეგაც მათ საკვებს სახლში მიუტანენ. ამ სამუშაოს თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიზოოტიური ზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები შეასრულებენ. 

თბილისის მერმა განაცხდა ისიც, რომ მოხალისეთა საჭიროება არსებობს. 

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მერიის თანამშრომლები, ასევე, მოხალისეთა ჯგუფი რომლებიც უზრუნველყოფენ რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system