თავში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს

1 ნოემბრიდან სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განახორციელებს. 

საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ეს კანონი ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აღნიშნული ტიპის დანაშაულებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მიერ ამგვარი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:

✓ წამება;

✓ წამების მუქარა;

✓ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა;

✓ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;

✓ სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system