თავში

უკანონო თვალთვალი ანა დოლიძის მიმართ - ქალთა მოძრაობის განცხადება

უკანონო თვალთვალი ანა დოლიძის მიმართ - ქალთა მოძრაობის განცხადება
უკანონო თვალთვალი ანა დოლიძის მიმართ - ქალთა მოძრაობის განცხადება

ქალთა მოძრაობა ანა დოლიძის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,ქალთა მოძრაობა ეხმიანება 21 მარტს ტელეკომპანია მთავარის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ივანე გულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. 

მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვამს გარკვეულ ეჭვებს. 

ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას.

სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. 

ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს დაიწყოს გამოძიება, გამოკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შემხებლობაში იყოს ანა დოლიძის მიმართ უკანონო თვალთვალში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აღკვეთოს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ანა დოლიძეს და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system