თავში

კახეთში ,,ლუგარიდან" 32 ანალიზის პასუხი მიიღეს

კახეთში ,,ლუგარიდან" 32 ანალიზის პასუხი მიიღეს
კახეთში ,,ლუგარიდან 32 ანალიზის პასუხი მიიღეს

კახეთის რეგიონში COVID-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება, - ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, 8 ივნისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში საკვლევად 32 ნიმუში გაიგზავნა და ყველა პასუხი ნეგატიურია. 

,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში.

მათივე ცნობით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4668 ნიმუში, აქედან 1495 მედპერსონალია, 1733 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system