თავში

,,უხეში და დემონსტრაციული დარღვევები" - მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მონასტრიდან გარიცხა

,,უხეში და დემონსტრაციული დარღვევები" - მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მონასტრიდან გარიცხა
,,უხეში და დემონსტრაციული დარღვევები - მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მონასტრიდან გარიცხა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ეპარქია ავრცელებს. 

მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მონაზონი და მორჩილი, მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო გაირიცხნენ.

,,როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება:

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system