თავში

უხვი ნალექის შედეგად ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

​უხვი ნალექის შედეგად ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა
უხვი ნალექის შედეგად ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

უხვი ნალექის შედეგად ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც პრობლემები გზის სავალ ნაწილზე შექმნა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის გაწმენდა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ატენის თემში. წვიმამ მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ადიდებულია ხევის წყალი.  ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო",-აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ატენში უკვე იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system