თავში

უკვე 2 კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს - რატიანი

უკვე 2 კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს - რატიანი
უკვე 2 კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს - რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, უკვე 2 კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 

რატიანის თქმით, თავისუფალი საწოლი არც რეანიმაციაში და არც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ არის. 

"ბოლო ორი კვირაა, რაც კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისთვის არც ერთი თავისუფალი საწოლი, არც რეანიმაციაში, არც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ გვაქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა", - განაცხადა ლევან რატიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system