თავში

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა გლდანში - მოწამლულია ხუთი ადამიანი

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა გლდანში - მოწამლულია ხუთი ადამიანი
გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა გლდანში - მოწამლულია ხუთი ადამიანი

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა თბილისში-გლდანში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში 5 ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system