თავში

"უმაგრესი ამბავი, ამას ჰქვია ორი ერთში" - გიორგი ფხაკაძე

"უმაგრესი ამბავი, ამას ჰქვია ორი ერთში" - გიორგი ფხაკაძე
უმაგრესი ამბავი, ამას ჰქვია ორი ერთში - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსლეში ამერიკული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, პრეპარატი "ვიაგრა" ალცჰაიმერის დაავადების რისკს მნიშვნელოვნა ამცირებს.

"უმაგრესი ამბავი, 

ასაკი არ ნიშნავს რომ არ უნდა იყო აქტიური. გამოიყენეთ ვიაგრა და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ (69%). ამას ჰქვია "ორი ერთში".

ისე, მართლა ძალიან მაგარი ამბავია, ხუმრობის გარეშე. აღნიშნული კვლევა არის 7 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემების შედეგი.

ისე, რომ იცოდეთ, ფაიზერმა გამოიგონა ეს წამალი 1990-იან წლებში სრულიად შემთხვევით, გულსისხლძაღვრთა სისტემის წამალზე მუშაობდნენ და ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა 1998 წელს ის, როგორც ვიაგრა.

ჯანმრთელობას გისურვებთ …. (ოღონდ არ გადააჭარბოთ ვიაგრის მიღება )

Pfizer მაინც სულ სხვაა, აცრაც და ვიაგრაც" - წერს ფხაკაძე.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system