თავში

"უმძიმესი დღე ჩემთვის" - ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი

"უმძიმესი დღე ჩემთვის" - ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი
უმძიმესი დღე ჩემთვის - ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ყოფილი კულტურის მინისტრის, აწ გარდაცვლილი ნიკა რურუას შესახებ წერს:

"დღეს ამ ქვეყნის საუკეთესო კულტურის მინისტრის, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, სერიოზული მასშტაბის მოაზროვნის, და, რაც ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი და მისაბაძი იყო მასში - კაცის, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონა/შექმნა - ნიკა რურუას გარდაცვალების დღეა.


უმძიმესი დღე ჩემთვის, პირველ რიგში მისი დაკარგვის გამო, და მეორე - როგორც მისი ოჯახის, მეგობრების და ჩვენი საერთო წრისთვის ამ სიკვდილის პირველი მაცნისთვის (ტელევიზიის დირექტორები ხომ ყველაფერს პირველები იგებენ). ასეთი ტრაგიკული, პირველობა არასდროს ყოფილა.

და რაოდენ სიმბოლურია, რაოდენ ნიშანდობლივია და რაოდენ ხაზს უსვამს მის მასშტაბს, მოქმედი კულტურის მინისტრის გუშინდელი კატასტროფა",
- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system