თავში

უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - ვარლამ გოლეთიანი

უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - ვარლამ გოლეთიანი
უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - ვარლამ გოლეთიანი

"ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში",- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა დღეს ამ მოთხოვნას მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი დაემატა.

"ის, რომ აქ კონკრეტულად ვიწრო ინტერესები იკვეთება ამა თუ იმ პერსონალის და ჩინოვნიკების, ჩვენ ამას უკვე 209 დღეა ვამბობთ. ამავდროულად ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში გააკეთა. ჩვენ გვაბრალებენ, რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით“,-განაცხადა გოლეთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system