თავში

უნდა მოვუსმინოთ პატრიარქის სიტყვას - მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავას შესახებ

უნდა მოვუსმინოთ პატრიარქის სიტყვას - მეუფე გრიგოლი
უნდა მოვუსმინოთ პატრიარქის სიტყვას - მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავას შესახებ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მეუფე პეტრე ცაავას განკვეთასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მეუფე პეტრეს მეტად დასჯა, ანუ განკვეთა პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან თანხვედრაში არ მოდის.

"მეუფე პეტრემ თავისი ქმედებისთვის რამდენიმე სასჯელი მიიღო ერთდროულად და პატრიარქის ამ უკანასკნელი ქადაგებიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეკლესია და თვით კათალიკოსი ელის მას ვითარ უძღებ შვილს, მაგრამ ამ მოლოდინს ვადები არა აქვს, არც წმინდა წერილში არის ეს ვადები გაწერილი. ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა ღმერთი დაუშვებს ამას, ინებებს ამას და როდესაც ადამიანის გულისკარს შეაღებს ეს. მიმაჩნია, დღეს მსჯელობა მის კიდევ შემდგომ დასჯასთან დაკავშირებით, განკვეთასთან მიმართებაში, პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან მთლად თანხვედრაში ვერ მოდის და ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ პატრიარქის სიტყვას და სწორი ანალიზი გავაკეთოთ ამისთვის და წინააღმდეგობაში არ მოვიდეთ მასთან", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system