თავში

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა ორსულობის და ლაქტაციის დროს

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა ორსულობის და ლაქტაციის დროს
უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა ორსულობის და ლაქტაციის დროს

პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს კლინიკის ინფექციური განყოფილების ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის დროს. 

"ნელ-ნელა იზრდება ინფორმაცია ვაქცინების შესახებ და მტკიცდება სწორედ ის, რაც მოსალოდნელი იყო‼️ COVID-ვაქცინებს არ აქვთ იმაზე მეტი გვერდითი მოვლენები, ვიდრე ბევრ სხვა მედიკამენტს.

‼️ m-RNA ვაქცინების უსაფრთხოება ორუსლობისა და ლაქტაციის დროს‼️ Pfizer-BioNTech და Moderna-ს ვაქცინების უსაფრთხოება

American journal of Obstetrics and Gynecology -ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად Pfizer-BioNTech და Moderna-ს ვაქცინები უსაფრთხოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

‼️ კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ლაქტაციის დროს ხდება ანტისხეულების ჩვილზე გადაცემა.✅ კვლევის მიზანი:

COVID-19 m-RNA ვაქცინაციის იმუნოგენურობისა და რეაქტოგენულობის შეფასება ორსულ და მეძუძურ ქალებში შემდეგ ჯგუფებთან შედარები: (1) არაორსულები და (2) SARS-CoV-2-ვირუსით ბუნებრივად ინფიცირებულ ორსულებში.

✅ კვლევის დიზაინი:

ვაქცინის რეციპიენტი რეპროდუქციული ასაკის 131 მონაწილე (84 ორსული, 31 მეძუძური და 16 არაორსული ქალი) იქნა დარეგისტრირებული პროსპექტულ კვლევაში ორ აკადემიურ სამედიცინო ცენტრში. SARS-CoV-2 სპაიკი და RBD IgG, IgA და IgM ტიტრები შეფასდა მონაწილეთა შრატში (N131) და რძეში (N=31) საწყის ეტაპზე, ვაქცინის მეორე დოზიის მიღებიდან 2-6 კვირის შემდეგ და მშობიარობის დროს. ჭიპლარის შრატში (N=10) ტიტრები შეფასდა მშოიარობის დროს. ტიტრები შედარებულ იქნა იმ ორსულ ქალთა ტიტრებთან რომელთაც 4-12 კვირის წინ აღენიშნებოდა ბუნებრივი ინფექცია (N=37) ELISA მეთოდით. პოსტვაქცინაციური სიმპოტმები შეფასებულ იქნა კითხვარის მეშვეობით. Kruskal-Wallis ტესტები და შერეული ეფექტების მოდელები გამოყენებულ იქნა ჯგუფებს შორის განსხვავებების შესაფასებლად.

✅ შედეგები:

‼️ ვაქცინით ინდუცირებული ანტისხეულების ტიტრები იყო ექვივალენტური ორსულ და მეძუძურ ქალებში არაორსულ ქალებთან შედარებით (საშუალო [IQR] 5.56 [4.68-5.89] ორსულებში, 5.74[4.77-5.98] არაორსულებში, p = 0.24).

ყველა ტიტრი იყო მნიშვნელოვნად მაღალი ორსულობის დროს SARS-CoV-2 ინფექციით (გადატანილი COVID-19) ინდუცირებლ ანტისხეულების ტიტრთან შედარებით (p<0.0001). ვაქცინის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები წარმოდგენილი იყო ჭიპლარის სისხლისა და რძის ნიმუშებში.

‼️ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრი უფრო დაბალი იყო ჭიპლარის შრატში დედის შრატთან შედარებით, თუმცა ამ აღმოჩენას სტატისტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია [IQR] 104.7 [61.2-188.2] დედის ნიმუშში, 52.3 [11.7-69.6] ჭიპლარის ნიმუშში, p = 0.05).‼️ ვაქცინის მეორე დოზამ (ბუსტერულმა დოზამ) გაზარდა SARS-CoV-2-სპეციფიკური IgG, მაგრამ არა IgA დედის სისხლსა და რძეში. ამ ჯგუფებში განსხვავება რეაქტოგენულობას შორის არ აღინიშნა.‼️ დასკვნა:

COVID-19 mRNA ვაქცინებმა წარმოქმნა ძლიერი ჰუმორული იმუნიტეტი ორსულ და მეძუძურ ქალებში, მსგავსი იმუნოგენურობითა და რეაქტოგენულობით, რომელიც გამოვლინდა არაორსულ ქალებში.

მადლობა Lika Mamulaishviliწყარო: https://www.ajog.org/.../S0002-9378(21)00187-3/fulltext...-------

✅ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებში mRNA ვაქცინებით.

‼️ ორსულები უნდა აიცრნენ მათი ასაკისა და რისკ ჯგუფის შესაბამისად COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს რჩევა გაცემულია დიდი ბრიტანეთის „Joint Committee on Vaccination and Immunisation“-ის მიერ. JCVI რეკომენდაციას უწევს აცრას Biontech/Pfizer ან Moderna mRNA - ვაქცინებით. დღევანდელი მონაცემებით, არ არსებობს უსაფრთხოების მხრივ შეშფოთების გამოთქმის საფუძვლები.‼️ „Joint Committee on Vaccination and Immunisation“ (JCVI) – გასცა რჩევა, რომ ორსულებმა თავი უნდა დაიცვან ინფექციისგან Comirnaty® Biontech/Pfizer-ის ან Moderna-ს mRNA – ვაქცინით. დამოუკიდებელი იმუნიზაციის კომიტეტის მოსაზრებით, მათ ასაკისა და კლინიკური რისკ ჯგუფის შესაბაისად, უნდა შესთავაზონ COVID-19-ის ვაქცინაცია.

JCVI –ის ახალი რეკომენდაციები ორსულთა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციასთან დაკავშირებით დამყარებულია Real-Word-Date-ზე აშშ-დან. V-Safe-პროგრამის ფარგლებში „Centers for Disease Control and Prevention“, CDC და ამერიკის უმაღლესი ეპიდემიოლოგიური ორგანო აკვირდება იმ ქალთა ორსულობის პროცესს, რომლებიც ორსულობის დპერიოდში COVID-19 ვაქცინით აიცრნენ.

✅ 90.000 ორსული ქალის მონაცემები

‼️ დღვანდელი მონაცემებით (12.აპრილი 2021) ხელმისაწვდომია დაახლოებით 90.000 ვაქცინირებული ორსულის მონაცემები. თითქმის ყველა მათგანს, უფლება ჰქონდა, რომ mRNA ვაქცინით აცრილიყვნენ, ვინაიდან უპირატესად ამ ვაქცინების გამოყენება ხდება აშშ-ში: ამ ეტაპისთვის აშშ-ს ადმინისტრირებული აქვს 105 მილიონი დოზა Comirnaty (Biontech/Pfizer) და 89 მილიონი დოზა Moderna-ს ვაქცინა. ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე CDC განმარტავს: „ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები ორსულობის დროს პრობლემებს იწვევდეს, მათ შორის პლაცენტის განვითარების თვალსაზრისით. ამავდროულად უწყება აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მცირე მონაცემები არსებობს ორსულებში კოვიდ-19 ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ.

‼️ mRNA ვაქცინები ორსულებისთვის უსაფრთხოა

JCVI-საც ეს დასკვნა გამოაქვს: ორსულ ქალებში, რომლებიც ძირითადად mRNA ვაქცინებით აიცრნენ, არ ყოფილა უსაფრთხოების მხრივ ეჭვის გამოთქმის საფუძველი. აქედან გამომდინარე, „Joint Committee on Vaccination and Immunisation“ გასცა რჩევა, რომ დიდ ბრიტანეთში, ორსულებს შესთავაზონ Biontech/Pfizer ან Moderna ვაქცინებით იმუნიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ვაქცინები ორსულთათვის უსაფრთხო არ არის , მაინც არსებობს რეკომენდაცია, რომ საჭიროა ჩატარდეს დამატებითი კვლევები (სხვა ვაქცინების შემთხვევაში).

ვაქცინაციის განახლებული რეკომენდაცია უკვე „Green Book“-ში

‼️ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დრ. მერი რემზიმ განაცხადა: Biontech/Pfizer და Moderna-სგან მიღებული მონაცემები სანდოა და შესაძლებელია ამ ვაქცინების ორსულთათვის უსაფრთხოდ შეთავაზება. ვაქცინაციის განახლებული რეკომენდაციის ხილვა შესაძლებელია ე.წ. „Green Book“-ში, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციის სახელმძღანელო. იქ ასევე მითითებულია, რომ ორსულმა ქალებმა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებლებზე და რისკებზე საკუთარ ოჯახის ექიმთან, ან იმუნიზაციის ცენტრთან გაიარონ რეკომენდაცია.

COVID-19 ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.

ზოგადად, კოვიდ-19 რისკები ორსულებსა და ახალშობილებში დაბალია. Green Book-ის მიხედვით, ორსულთა ნახევარზე მეტში, რომელთაც აქვთ SARS-CoV-2 დადებითი ტესტი, ინფექცია ასიმპტომატიურად მიმდინარეობს. ასევე არ ფიქსირდება კოვიდ-19-თან დაკავშირებული მკვდრად შობადობის ან ახალშობილთა სიკვდილიანობის მომატებული სიხშირე. ამასთანავე, ამჟამად უნცობია გადაეცემა თუ არა SARS-CoV-2 ტრანსპლაცენტარულად, SARS-CoV-2 პოზიტიური დედების ახალშბილთა მხოლოდ 2 პროცენტს ჰქონდა დადებითი ტესტი დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში. ამასთანავე, ნაადრევი მშობიარობის რისკი სიმპტომურად დაავადებულ ორსულებში ორჯერ-სამჯერ მაღალი აღმოჩნდა, რაც როგორც წესი დედის მდგომარეობიდან გამომდინარეობდა, იიმსთვის, რომ მომხდარიყო დედის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესება და ადეკვატური მკურნალობა. JCVI -ის მიხედვით მძიმე მიმდინარეობის კოვიდ-19-ის რისკი იზრდება ორსულობის გვიან ფაზაში.

❓ რა ხდება მეძუძურ ქალებთან დაკავშირებით?‼️ ქალები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, იმყოფებიან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ან არიან მეძუძურები, შეუძლიათ ასაკისა და კლინიკური რისკ ჯუგის შესაბამისად, ნებისმიერი ვაქცინით აიცრნენ.❓ რას ამბობს STIKO ორსულთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით?✅ რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მუდმივი ვაქცინაციის კომისია, ამჟამად არ გვირჩევს კოვიდ - 19 ვაქცინებით ორსულთა ზოგად ვაქცინაციას. ამის მიზეზია მონაცემთა არასაკმარისი რაოდენობა. თუმცა RKI-ის მიხედვით, შემთხვევითი ვაქცინაცია არ არის ორსულობის შეწყვეტის ინდიკაცია. თუ ორსულს აღენიშნება თანმხლები დაავადებები, მაშინ სიტუაცია სხვაგვარადაა: ამ შემთხვევაში კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის გამო „ერთეულ შემთხვევებში, სარგებლიანობისა და რისკების აწონ-დაწონვის და სრულფასოვანი ინფორმირების შემდეგ, შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს ვაქცინაცია“. ასევე მეძუძურებთან დაკავშირებითაც ძალიან მცირე მონაცემებია, ვინაიდან RKI-ის მიხედვით მეძუძურები III ფაზის კვლევებში ჩართულები არ იყვნენ. თუმცა STIKO სავარაუდოდ არ მიიჩნევს , რომ მეძუძურობის დროს დედის იმუნიზაცია რისკს წარმოადგენდეს ახალშობილისთვის" - წერს ჟამურაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system