თავში

უშიშროებიდან დამიკავშირდნენ, ჩემი ტელეფონის მოსმენას დავთანხმდი - მეუფე ნიკოლოზი

უშიშროებიდან დამიკავშირდნენ, ჩემი ტელეფონის მოსმენას დავთანხმდი - მეუფე ნიკოლოზი
უშიშროებიდან დამიკავშირდნენ, ჩემი ტელეფონის მოსმენას დავთანხმდი - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას არავინ დაკავშირებია, თუმცა ჩათვალა, რომ წინა ხელისუფლების დროს დადებული შეთანხმება ძალაში დარჩა. 

მიტროპოლიტის თქმით, პირობა აქვს მიღებული, რომ ჩანაწერები არასდროს გავრცელდება, რადგან ბევრი ადამიანის ბედია მასზე დამოკიდებული.

"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემ ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ. მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არავინ აღარ დამკავშირებია, მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია". – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system