თავში

უთანხმოებაში ჩავიხედოთ, ერთმანეთის მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს - სალომე ზურაბიშვილი

უთანხმოებაში ჩავიხედოთ, ერთმანეთის მოსმენა შეიძლება საინტერ
უთანხმოებაში ჩავიხედოთ, ერთმანეთის მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შერიგების ინიციატივა გააცნო. მისი განმარტებით, დიალოგის არარსებობის პროცესში სხვადასხვა ნარატივი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა და ახლა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება უჭირს. პრეზიდენტი განმარტავს, რომ ინიციატივა საზოგადოების გაერთიანებასა და ტოლერანტობის მაღალ დონეზე აყვანას გულისხმობს.

"ეს ქართველი ხალხისთვის ნამდვილად მთავარი გამოწვევაა. სწორედ წლის ბოლოს გამოვედი ინიციატივით, რომლის შესახებაც თქვენც იცით, რადგან მსურს, ახალი წელი ახალი მცდელობებით დავიწყოთ. მცდელობით, რომ გავერთიანდეთ, მცდელობით, რომ გადავლახოთ ზოგიერთი მთავარი უთანხმოება. რა თქმა უნდა, ეს არის და უნდა დარჩეს პლურალისტურ საზოგადოებად. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ზოგიერთ საკითხზე ისე, როგორც აქამდე, მაგრამ რა სარგებელია აქვს სხვადასხვა საკითხებზე სხვადასხვანაირად ფიქრს, თუ მათი ერთად განხილვა არ შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში, შენ შენს აზრებს შენთვის იტოვებ და უბრალოდ ახმოვანებ/ყვირი, რაც ჩვენს გარშემო ბოლო დროს ხშირად მომხდარა.

მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, ამას გვერდი ავუაროთ და უთანხმოებაში ჩავიხედოთ, რადგან ერთმანეთის მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს. ვფიქრობ ამით ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რაც იყო და არის საქართველოს იდენტობა. ეს არის ერთიანობა და ტოლერანტობა. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო ეს ქვეყანა დღეს აქ არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ქართული პოლიტიკური სპექტრის ლიდერებს უმასპინძლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system