თავში

უვიცები არიან - ეპისკოპოსი იაკობი

უვიცები არიან - ეპისკოპოსი იაკობი
უვიცები არიან - ეპისკოპოსი იაკობი

"მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტერში"- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი, დღეს, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.

ეპისკოპოსის თქმით, მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მიიღებენ იმას, რასაც ერისკაცობაში მიიღებდნენ.

"ბევრს ვიცნობ, უვიცები არიან. არავითარი სკოლა არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტერში, ჩამშვებები არიან და მიიღებენ იმას, რასაც ერისკაცობაში მიიღებდნენ",- აღნიშნა ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა იაკობმა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system