თავში

კახა კალაძემ 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსების შემოყვანა დაასრულა

კახა კალაძემ 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსების შემოყვანა დაასრულა
კახა კალაძემ 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსების შემოყვანა დაასრულა

დედაქალაქის მერმა დღეს, დამატებით 40 ერთეული ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები წარადგინა. აღნიშნული პრეზენტაციით, დასრულდა 8 მეტრიანი ახალი ავტობუსების ნაკადის შემოყვანა, თუმცა პროგრამა გრძელდება და მერის თქმით, ზაფხულში თბილისის ავტობაზას, უკვე 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებიც შეემატება.

"ჩვენ დღეს წარვადგინეთ 40 ერთეული ახალი ავტობუსი, ამრიგად უკვე 220 ერთეული 8-მეტრიანი ,,ისუზუს" ავტობუსი გვყავს ქალაქში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ 12-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებას. განხორციელდება მეტრო-სადგურების, ვაგონების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება უფრო სწრაფი და კომფორტული", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ახალი ავტობუსებით სრულად არის დაგეგმილი მოძველებული, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება და ასევე გათვალისწინებულია ახალი ხაზების დამატებაც.

შეგახსენებთ, ISUZUS-ს მარკის ავტობუსებს აქვს ევრო 6-ის სტანდარტის ემისია, აღჭურვილია Wi-Fi მოდემით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system