თავში

ვადამდელი არჩევნები დაიდოს - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ვადამდელი არჩევნები დაიდოს - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
ვადამდელი არჩევნები დაიდოს - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

"მოძრაობა საქართველოსთვის“ ორბელიანის სასახლესთან აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების თქმით, არ ეთანხმებიან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას და პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს "ყოფილ ოპოზიციონერებს" უწოდებენ.

მათი განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საზოგადოების ნება უგულებელყვეს.

აქციის მონაწილეები, ტერიტორიაზე მანამდე აპირებენ დარჩენას, ვიდრე პოლიტიკოსები სასახლეს არ დატოვებენ. 

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი იმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system