თავში

ვახო სანაია: გული მწყდება, წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა

ვახო სანაია: გული მწყდება, წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა
ვახო სანაია: გული მწყდება, წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცესკა-ში გადასვლას ეხმაურება და მას მძიმე შეცდომას უწოდებს. 

"კაპიტანი ხარ. შენ არა ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი. კაპიტანები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ოერტეზე გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა. რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების გამოსწორების შანს..." - წერს სანაია. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია "ცსკა"-ს წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ რუსული გუნდის ოფიციალურ გვერდი იუწყება. მოსკოვურ კლუბთან, ქართველმა კალათბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system