თავში

ვახტანგ გომელაურმა 25 წლის თორნიკე კიპაროიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

ვახტანგ გომელაურმა 25 წლის თორნიკე კს გამო მწუხარება გამოთქვა
ვახტანგ გომელაურმა 25 წლის თორნიკე კიპაროიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლის 25 წლის თორნიკე კიპაროიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ის რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართლა ძალიან კარგი, ვაჟკაცი, ადამიანი გამოაკლდა ოჯახს, ჩვენს სამსახურს, სამშობლოს. ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, ხედავთ, ყოველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. ერთი ეს შემთხვევაც იყო სამწუხაროდ. ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე. ვუსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ოჯახს“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბათუმის საკათედრო ტაძარში დღეს თორნიკე კიპაროიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი გამოუცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system