თავში

ვახუშტი მენაბდე: ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ

ვახუშტი მენაბდე: ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ
ვახუშტი მენაბდე: ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ

'თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?", - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საზოგადოებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსმელი ლევან ზურაბაშვილის დედის დახმარებისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, მოხუცი ქალი და ბავშვი "მყვლეფავი და უგულვებელმყოფი სისტემის წინაშე" მარტო არ უნდა დარჩნენ. 

"განადგურებული ადამიანების ნუგეშისცემას, ფინანსურად ხელის გამართვას, ტერორიზმის რომანტიზებად მოიხსენიებენ. მოხუცი ქალისა და ბავშვისთვის, რომლებიც მარტო აღმოჩნდნენ მყვლეფი და უგულვებელმყოფი სისტემის წინაშე, დახმარების უფლება არავის აქვს. ისინი მარტო უნდა დარჩნენ, საკუთარი სიღარიბისა და ტრაგედიის ამარა. ეს მათ საბოლოოდ გაწირვას ნიშნავს, არსებული სტრუქტურისთვის მიგდებას, რომელიც საბოლოოდ მოინელებს მას. ეს არის მათი ლოგიკა: ღარიბები და დაჩაგრულები უნდა ბედის ანაბარა უნდა მივატოვოთ, მათი სისუსტე მათივე ბრალია. ეს პირველყოფილი ინსტინქტი დასაჯო ყველა ვინც ნათესაურ კავშირშია იმასთან ვინც დადგენილი წესრიგი აამღვრია, მარტივი გასაშიფრია. მისი მთელი ოჯახი მოკვეთო, ხოლო სხვებს აუკრძალო მათი დახმარება - ეს მიდგომა ყველას გვაფიქრებინებს, რომ მის ავტორებს მის იდეოლოგიას საფუძვლად უდევს ფიქრი მხოლოდ პირად თავისუფლებაზე, პირად კეთილდღეობაზე, პირად სიამოვნებაზე. აი, ასეთ დეჰუმანიზაციამდე მივედით, ეგოიზმის გაღმერთებით.

ბევრ ადამიანს სურს დაეხმაროს მოხუცს და პატარას, ან შესაძლოა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ ანგარიშის ნომრის გაზიარების, ინფორმაციის გავრცელებით სურს წვლილის შეტანა, თუმცა ისინი არსებული მორალური წნეხის გამო თავს იკავებენ. ასეთ დროს თითოეული ადამიანი უნდა ვიქცეთ ერთმანეთის წამახალისებლად და დავანახოთ ერთმანეთს რომ მარტო არ არიან თანამოქალაქის მხარდაჭერაში.

თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით? ამიტომ, გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გადაურიცხეთ თანხა ამ ადამიანებს, ვისაც არა - ინფორმაცია გაავრცელეთ.

თუ მოხუცების და ბავშვების დახმარებისთვის ტერორიზმის მხარდამჭერად მოგვიხსენ - დაე ასე იყოს", - წერს ვახუშტი მენაბდე Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system