თავში

ვაქცინაცია დამატებითი ბენეფიტია, ყველაზე წარმატებული ინსტუმენტი თვითორგანიზებაა - ტიკარაძე

ვაქცინაცია დამატებითი ბენეფიტია, ყველაზე წარმატებული ინსტუმენტი თვითორგანიზებაა - ტიკარაძე
ვაქცინაცია დამატებითი ბენეფიტია, ყველაზე წარმატებული ინსტუმენტი თვითორგანიზებაა - ტიკარაძე

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იზიტისას განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. 

მან ხაზი გაუსვა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების ზრდას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი, ხშირი არის ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ვაქცინაციაში, თუმცა ინფექცია მაინც ვრცელდება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია ეს არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს.

ყველაზე ეფექტური მართვა არის, როცა საზოგადოებას აქვს თვითორგანიზება. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ახლა, როცა ვხედავთ, თუ რამდენად მომატებულია ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system