თავში

ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ - ამირან გამყრელიძე

ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ - ამირან გამყრელიძე
ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ - ამირან გამყრელიძე

"ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ეს კარგად გავითავისოთ"- ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით ანტივაქსერული მოძღვრება უნდა დაითრგუნოს.

"ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ ძალიან ბევრი, როგორმე უნდა დავთგურნოთ ანტივაქსერული მოძრაობა იმიტომ, რომ ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. აღარ არის ყვავილი, პოლოლომიტი, რომელიც წლის განმავლობაშ კლავდა 350 ათას ადამიანს, დღეს არის მხოლოდ ორ ქვეყანაში დარჩენილი და არის ავადობა 100-150 ადამიანის ფარგლებში, მეტი არა. წითელა, რომელიც 5 წლამდე ბავშვებში დაახლოებით ნახევარმილიონს კლავდა ყოველწლიურად დღეს ეს ჩამოცილებულია 100 000-ს, უკვე დიდიხანია. ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system