თავში

ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა

ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა
ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა

"იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ცნობით, გარდა იმისა, რომ პროგრამა მომავალი წლიდანაც გაგრძელდება, დაიწევს ფინანსური წახალისების მიმღებთა ასაკიც.

„აქვე კიდევ ერთი სიახლეა - ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე“, - აღნიშნა ღიბრაძემ.

ცნობისთვის, აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები ღებულობდნენ. ფინანსური დანამატი მხოლოდ იმ პირებს უნდა აეღოთ, რომლებიც 1-ელ იანვრამდე აიცრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system