თავში

"ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროებაზე კვლევები მიმდინარეობს" - გამყრელიძე

"ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროებაზე კვლევები მიმდინარეობს" - გამყრელიძე
ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროებაზე კვლევები მიმდინარეობს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს.

"ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. 

ჩვენი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ "ფაიზერის" მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system