თავში

ვაქცინის მიმღებთა წრე ისევ გაფართოვდა - LIVE

ვაქცინის მიმღებთა წრე ისევ გაფართოვდა
ვაქცინის მიმღებთა წრე ისევ გაფართოვდა - LIVE

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

როგორც ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

"მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები", - განაცხადა ღიბრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system