თავში

ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყერი შეჩერებული არ არის - თეა გოდოლაძე

ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყერი შეჩერებული არ არის - თეა გოდოლაძე
ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყერი შეჩერებული არ არის - თეა გოდოლაძე

ის სამუშაოები, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდობზე ჩატარდა, ჩემი აზრით და ბევრი სხვა ჩემი კოლეგის აზრით, არაადეკვატურია, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

გოდოლაძის თქმით, დღეს სეისმოლოგები დაათვალიერებენ მეწყრის ზონას და შეაფასებენ რა ვითარებაშია ვაშლიჯვრის ფერდობი, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ.

"ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრის პრობლემა არ გადაწყვეტილა, ეს არ ნიშნავს, რომ მეწყერი შეჩერებულია. ის სამუშაოები, რომელიც ჩატარდა, ჩემი აზრით და ბევრი სხვა ჩემი კოლეგის აზრით არის არაადეკვატური. შესაბამისად, იმხელა მასის შეჩერება არის წარმოუდგენელი. ჩვენ დღეს ავალთ მდგომარეობის დასათვალიერებლად, საინტერესოა როგორ მდგომარეობაშია ქვედა მხარე და მთლიანად რა მდგომარეობაშია მეწყერი. ტერიტორიაზე თუ არ შეგვიშვებენ არ ვიქნებით გამონაკლისები, რადგან რიონის ხეობაშიც არ უშვებენ ხალხს", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system