თავში

ვაჟა სირაძის განმარტებით პარლამენტთან რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს

ვაჟა სირაძის განმარტებით პარლამენტთან რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს
ვაჟა სირაძის განმარტებით პარლამენტთან რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს, რათა თავიდან იქნას აცილებული დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მისამართით. 

ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება არ ეზღუდებათ. მისივე თქმით, რკინის კონსტრუქციებით გზის გადაკეტვა მანამდე გაგრძელდება, სანამ აქცია გაგრძელდება და პარლამენტის პიკეტირების საფრთხე იქნება.

„უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ დაგვედგა რკინის კონსტრუქციები, რომ არ ყოფილიყო აქცის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მიმართ. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, რომ კარგად დავიცვათ საზოგადოების უსაფრთხოება. ეს იქნება მანამდე, სანამ გამართავენ აქციას და მოახდენენ პარლამენტის ბლოკირებას. ვინაიდან უკვე არაერთი ფაქტი იყო იმის, რომ ამ ადამიანებმა მოახდინეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და განაცხადეს, რომ კვლავ აპირებდნენ ამას, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ზომები“,- განაცხადა სირაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიოტიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system