თავში

"ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან"- თენგიზ ცერცვაძე

"ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან"- თენგიზ ცერცვაძე
ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღის მისადგომებთან, საწყის ფაზაზე დგას. 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა აირიდოს.

"ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, საწყის ფაზაზე. ჯერ ჩვენთან სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა არ არის. თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, ჯანდაცვის სექტორს, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას, ის ხელს შეუშლის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. თუ გამოვიჩენთ ნებისყოფას, გადავდგამთ რადიკალურ პრევენციულ ზომებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system